”ბედნიერება არსებობს, რადგან არ შეიძლება რომ არ არსებობდეს!” – ხშირად გვახსენებდა MTV 1990-იან წლებში. ფსიქოლოგების განცხადებით, ეს აბსოლუტურად სწორი მოწოდება იყო. თუმცა, ცნობილი ადამიანებს ბედნიერების საკუთარი ფორმულა აქვთ.
- ”ერთადერთი ბედნიერება – მუდმივად მომავლისკენ სვლაა” (ემილ ზოლა).
- ”ჩვენ არასდროს გვყოფნის ძალა, ავიტანოთ სხვისი ბედნიერება” (ალექსანდრ დიუმა-შვილი).
- ”თუ გინდა იყო ბედნიერი – იყავი!” (კოზმა პრუტკოვი).
- ”სინამდვილეში, ჩვენ არა ბედნიერება გვწყურია, არამედ სხვის თვალში გვინდა გამოვჩნდეთ ბედნიერები” (ფრანსუა დე ლაროშფუკო).
- ”სხვებზე ფიქრისას, ჩვენ ყოველთვის საკუთარ ბედნიერებას ვპოულობთ” (პლატონი).
- ”ბედნიერება – სიამოვნებაა სინანულის გარეშე” (ლევ ტოლსტოი).
- ”იყო ბედნიერი ძალიან ადვილია. როცა საყვარელი ადამიანი გეხვევა, უკვე ბედნიერებაა” (მარტა კეტრო).
- “ბედნიერება ჯანმრთელობას ჰგავს – თუ მას ვერ ამჩნევ, ე.ი. ის არის” (ივან ტურგენევი).
- “რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უფრო ძლიერი, ჭკვიანი, ლამაზი და მდიდარია. სინამდვილეში მნიშვნელოვანია რამდენად ბედნიერია ადამიანი” (ოშო).
- ”არაა აუცილებელი ბედნიერების ჩიტის მუდმივად კვება, მთავარია არ გააგდოთ, როცა ის თქვენთან მოფრინდება” (ვადიმ ზელანდი).
- ”ბედნიერება – ცუდი თემაა მწერლებისთვის. ის იმდენად სრულყოფილია, რომ ზედმეტი კომენტარები არ ჭირდება” (რობერტ ვალზერი).
- ”უბედურების შიშით, ბედნიერებას ვერასდროს მოიპოვებ!” (გოეთე).
- ”როცა ბედნიერები ვართ, კეთილებიც ვართ. მაგრამ, როცა კეთილები ვართ, ყოველთვის ბედნიერები არ ვართ” (ოსკარ უაილდი).
- ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერები, როცა ბედნიერება მათი თვითმიზანი არ არის” (ჯორჯ ორუელი).
- ”ადამიანების გაბედნიერება არასდროს ყოფილა სამყაროს შექმნის მთავარი მიზანი” (ზიგმუნდ ფრეიდი).