ჰობია გარკვეული სიტუაციის, მოქმედების, ადამიანის ან ცხოველის პანიკური შიშია, რომელიც ზოგს ნაკლებად თრგუნავს, ზოგს კი პირიქით – ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს. გამონაკლისი არც ვარსკვლავები არიან, რომელებიც ზოგჯერ სერიოზული, ზოგჯერ კი, ძალიან სასაცილო ფობიებით იტანჯებიან.
- ქეთი ჰოლმსს ენოტების ეშინია.
- კელი ოსბორნს ჰაპტოფობია ანუ შეხების შიში აქვს და მისთვის ხელის ჩამორთმევაც კი, სერიოზული პრობლემაა.
- ტაირა ბენქსს ბავშვობიდან ეშინია დელფინების.
- ჰილარი დაფსს ჭუჭყის ეშინია და საათში რამდენჯერმე იბანს ხელებს.
- ორლანდო ბლუმი აღიარებს, რომ საშინლად ეშინია ღორების.
- კიმ ბესინჯერი აგროფობიას – ღია სივრცის შიშს ებრძვის.
- ვუდი ალენს შიშების გრძელი სია აქვს, ყველაზე მეტად კი, მზის სხივების ეშინია.
- კირა სედჯვიკს ცხელი საჭმლის ეშინია, რომელსაც ოხშივარი ასდის. მისი მეუღლის, მსახიობის კევინ ბეიკონის განცხადებით, როცა ტელევიზორში ცხელი საჭმლის სარეკლამო რგოლს აჩვენებენ, კირა უბრალოდ ოთახიდან გადის.
- 2011 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნიკი მინაჟს სკალაფობია, ანუ ესკალატორების შიში დაეწყო.
- Pi DiDi-ს საკმაოდ უცნაური ფობია აღმოაჩნდა. მას ადამიანის ფეხის ეშინია, რომელსაც მეორე თითი პირველზე გრძელი აქვს.
- კაილი მინოუგის განცხადებით, მას ტანსაცმლის საკიდის ეშინია და ძალიან არ მოწონს ის ხმა, რომელსაც საკიდი ტანსაცმლის კარადაში დაკიდების დროს გამოსცემს.
- დევიდ ბექჰემმა აღიარა, რომ მას ობსესიურ-კონვულსიური აშლილობა აქვს და არ უყვარს არეულობა. “დიახ, მე ასეთი დაავადება მაქვს და ჩემთვის აუცილებელია, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს”, – აღნიშნავს ფეხბურთელი.
- ჯონი დეპს საშინლად ეშინია მასხარების. “მათ დახატული სახე და ისეთი ყალბი ღიმილი აქვთ, თითქოს მხოლოდ მათ იციან, რაღაც საზარელი საიდუმლო”, – არ მალავს საკუთარ შიშს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
- კრისტენ სტუარტს ცხენების შიში ჰქონდა, თუმცა ფობიის დაძლევა ფილმის “ფიფქია და მონადირე” გადაღებებზე მოუხდა.
- პამელა ანდერსონს ეისოპტროფობია აქვს და სარკის ეშინია.
- ნიკოლ კიდმანი პეპლებს უფრთხის. “უცნაურია, მე არ მეშინია გველების და ობობების, თუმცა საშინლად მეშინია პეპლების”, – ამბობს მსახიობი.
- კიანუ რივზს სიბნელის შიში აქვს.
- ჯენიფერ ლავ ჰიუიტი იძულებულია ნებისმიერ სიმაღლეზე ფეხით ავიდეს, რადგან ძალიან ეშინია ლიფტით მგზავრობა.
- ჯენიფერ ენისტონმა ასე აღწერა თავისი შიში: “მე ძალიან მეშინია ფრენის, რადგან ვერ ხვდები როგორ ახერხებს თვითმფრინავი აფრენას. ბევრი მსმენია აეროდინამიკაზე, ძრავასა და სიჩქარეებზე, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხვდები. შესაძლოა, მე უბრალოდ ყველაფრის გაკონტროლება მიყვარს”.
- მეტიუ მაკკონაჰის გვირაბების ეშინია.
- ქრისტინა რიჩის ოთახის მცენარეების შიში აქვს. “ისინი ძალიან ბინძურები არიან და მათი შეხება საშინლად მაღიზიანებს. სიმართლე ვთქვა, მათთან ახლოს გავლაც კი არ შემიძლია”.
- კრის ჯენარს ძალიან ეშინია და არსდროს სარგებლობს საზოგადოებრივი საფირფარეშოთი.