LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ბრენდების სამოსი გაძვირდება

177
4e30f513c30d5a3a9da1b42927101431

მსოფლიო ბაზარზე ტანსაცმელი შესაძლოა გაძვირდეს – საკითხზე უკვე აქტიურად საუბრობენ პორტუგალიაში. ტექსტილის მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, რამაც შეიძლება ბიზნესების გაკოტრება და სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. ინფორმაციას Euronews აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ  სამოსის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიაში ელექტროენერგიაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და მიმდინარე წლის ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიაში პორტუგალიურ ქარხნებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასობით ათასი ევროთი მეტის გადახდა მოუწიათ.

საკმაოდ გაძვირებულია წარმოებისთვის საჭირო ნედლეულიც. მაგალითად, ბამბის ფასი, რომელიც სექტორს ძალიან სჭირდება, ბოლო 12 თვეში 70%-ზე მეტით გაიზარდა. რეკორდულად იზრდება ევროპაში ბუნებრივი აირის ფასიც.

Euronews -ის ინფორმაციით, არსებულ ვითარებაში, სამომხმარებლო ფასები მკვეთრად გაიზრდება, როგორც საყოფაცხოვრებო ტექსტილზე, ასევე ცნობილი ბრენდების ტანსაცმელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g