LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი დიჯეი PEGGY GOU თბილისში ჩამოდის

454
peggy-you

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER ბრუნდება და გაზაფხულის პირველ სერიას 13 მაისს SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.

ამ სცენაზე დადგებიან PEGGY GOU, ZURKIN,  YVES.

PEGGY GOU ელექტრონული მუსიკის გლობალურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი არტისტია, რომლის გამოცდილებაც სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში, მუსიკისა და მოდის სფეროში მიღებულ ცოდნას ეფუძნება. საკულტო და ისტორიული მნიშვნელობის კლუბებში ხშირი სტუმრობის შემდეგ, ელექტრონული მუსიკის სცენის გავლენიანი ლეიბლები NINJA TUNE და PHONICA მალევე დაინტერესდნენ ახალი არტისტის ჩანაწერების გამოცემით, ხოლო მსოფლიოს სახელგანთქმული ფესტივალები SÓNAR, PRIMAVERA SOUND, GLASTONBURY მის მუდმივ მასპინძლებად იქცნენ. ლონდონის მოდის კოლეჯში მიღებულმა ცოდნამ მოდის სფეროს მიმართ მისი ინტერესიც გააცოცხლა და ამ შთაგონებით დააფუძნა საკუთარი ბრენდი KIRIN და ლეიბლი GUDU RECORDS. მუსიკის სხვადასხვა ჟანრებში მოგზაურობა PEGGY GOU-ს დამახასიათებელი ჟღერადობის საფუძველი გახდა და განსაზღვრა მისი ადგილი თანამედროვე სცენაზე.

DECODER-ის ღამეს მასთან ერთად გაუძღვება თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის შთამბეჭდავი ფიგურა ZURKIN, რომლის დიჯეი სეტებიც არაერთხელ გამხდარა აღფრთოვანების საფუძველი. მათთან ერთად წარდგება ივა მიქიაშვილი პროექტით YVES და კიდევ ერთხელ გაგვიმჟღავნებს შთაგონების წყაროებს, რის გამოც ის ადგილობრივი კლუბების ხშირ სტუმრად იქცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები