ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დიზაინერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.
