LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

143
ვახტანგ ნანიტაშვილი

„ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„პირველი არხის“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ნანიტაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა რედაქტორიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე.

მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს რადიოს პოპულარული გადაცემის, „პიკის საათის“ დაარსება, რომელიც დღესაც გადაიცემა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა „საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g