ცნობილი ფრანგი მსახიობი გიომ კანე „ინსტაგრმზე“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ართულ სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია და ქობულეთშია გადაღებული. მამაკაცს, რომელიც გამალებით ეძებს მობილურს, ის ზურგზე აქვს მიწებებული.
ვიდეომ სოცქსელების საშუალებით გიომ კანეს ყურადღება მიიპყრო. „მობილური ცოტათი ჭკუიდან ხომ არ გვშლის?“, კითხულობს მსახიობი.