LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი გახდა რომის პაპის უკანასკნელი სიტყვები

137
Screenshot 2023-01-03 123418

ახლახან გარდაცვლილი რომის პაპის ბენედიკტ XVI-ის ბოლო სიტყვები გახდა ცნობილი, რომლის შესახებ მისმა პირადმა თანაშემწე, არქიეპისკოპოსმა ისაუბრა. ბენედიკტმა ღვთის სიყვარულში დალია სული. ამის შესახებ The Washington Post წერს.

შაბათს, 31 დეკემბერს, ღამის 3 საათზე ყოფილმა პონტიფიკმა გარკვევით წარმოთქვა იტალიურად: „ღმერთო, მე შენ მიყვარხარ“.

არქიეპისკოპოსმა დააზუსტა, რომ ბენედიკტის უკანასკნელი სიტყვები მედდამ გაიგონა, რომელიც იმ ღამეს მის სასთუმალთან მორიგეობდა.

ბენედიკტ XVI (იოზეფ ალოიზ რატცინგერი) ისტორიაში 265-ე რომის პაპი იყო, 2005 წლის 19 აპრილიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე. ის 95 წლის ასაკში, 31 დეკემბერს დილით გარდაიცვალა. გადადგომის შემდეგ პონტიფიკი Mater Ecclesiae-ის მონასტერში ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები