ცნობილი გერმანული ჯგუფი, SNAP! ქართველი მსმენელის წინაშე Republic-ის სცენაზე 28 მარტს, პირველად წარდგება. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში იმართება.
ცნობისთვის, ჯგუფმა მსოფლიო აღიარება ისეთ ჰიტებით მოიპოვა, როგორიცაა The Power და Rhythm Is a Dancer. ტრეკებმა საერთაშორისო ჩარტების ლიდერი პოზიციები მოიპოვეს და საცეკვაო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.