„საქართველო – სიურპრიზებით სავსე ქვეყანა“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ტურისტული პლატფორმა Willy Scharnow Foundation for Tourism.
სტატიაში, რომელიც გერმანელი ტუროპერატორების საქართველოში მოგზაურობისას შექმნილ შთაბეჭდილებებს ეფუძნება, საუბარია ქართულ ანბანზე, ღვინის მომზადების 8000 წლიან ტრადიციასა და ქვევრზე, ქართულ სამზარეულოზე. მასში, ასევე, აღწერილია უფლისციხე, როგორც აბრეშუმის ძველ გზაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, თბილისი – ძველი უბნებითა და თანამედროვე არქიტექტურით და ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში, როგორც ექსტრემალური ტურისტული სახეობა.

