ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.
ის იყო საქართველოს სახალხო არტისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ოთარ იოსელიანმა არაერთი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.
მის ნამუშევრებს შორისაა „გიორგობისთვე,“ „იყო შაშვი მგალობელი,“ „პასტორალი“ და ა.შ.
ოთარ იოსელიანი 89 წლის იყო.