კორონავირუსის მიერ მიყენებულ ზარალს მსოფლიო ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ აინაზღაურებს.
არის ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც პანდემიის დროს შეიძლება ითქვას, „ხელი მოითბეს“. ასეთ კომპანიებს ძირითადად ისინი მიეკუთვნებიან, ვინც რეზინის ხელთათმანებსა და პირბადეებს ამზადებენ.
პანდემიის დროს გამდიდრებულები: მსოფლიოს ახალი მილიარდერები ჰყავს
4 მილიარდერი რეზინის ხელთათმანების კომპანიის მფლობელია.
თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად გაკოტრდა კომპანიები, რომლებსაც წლების განმავლობაში ძალიან დიდ მოგებას ითვლიდნენ.
გთავაზობთ იმ ცნობილ და უმსხვილესი კომპანიების სიას, რომლებიც პანდემიის გამო თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ:
Muji
იაპონიის საცალო მაღაზიების ქსელმა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით აქვს მაღაზიები, გადაწყვიტა, მაღაზიების ქსელი პანდემიის გამო დროებით დაეხურა.
Aldo
პანდემიის გამო ფეხსაცმელების მწარმოებელმა ფირმა Aldo-მ მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში შეაჩერა, რის გამოც კომპანია გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.
Wendy’s-ის მმართველი ერთ-ერთი კომპანია
კომპანია NPC International Inc, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, პანდემიის დროს 1 მილიარდი დოლარით დაზარალდა.
კომპანიამ მიმდინარე კვირას გაკოტრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
Forever 21
ამერიკულ მაღაზიათა ქსელ Forever 21 ფინანსური პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიამ კი გაკოტრების პირას მიიყვანა.
Aeromexico
მექსიკის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeromexico-მ გაკოტრების შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პანდემიის გამო ავიაკომპანიის თითქმის ყველა ავიარეისი შეწყდა.
Cirque du Soleil
Cirque du Soleil მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცირკია, რომელიც წარმოდგენებს ლას-ვეგასში მართავს. პანდემიის გამო ცირკს წარმოდგენების გამართვის უფლება ჩამოერთვა, რის გამოც მათ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ცირკის 3 500 თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა.
გასულ წელს სახელგანთქმულმა კანადურმა კომპანიამ Cirque Du Soleil, ლიონელ მესის ცხოვრების შესახებ წარმოდგენაა დადგა.
“აღფრთოვანებული ვარ. ეს იყო არაორდინალური, უნიკალური შოუ”, – განაცხადა საცირკო წარმოდგენით კმაყოფილმა “ბარსელონას” ფორვარდმა.
24 Hour Fitness
სპორტული დარბაზების ქსელმა 24 Hour Fitness რამდენიმე დღის წინ გაკოტრების შესახებ განაცხადა. რამდენიმეთვიანი დახურვის შემდეგ კომპანიმ გადაწყვიტა 400 სპორტული დარბაზი გაყიდოს, რათა კრიზისის დაძლევა შეძლოს.
Brooks Brothers
კორონავირეუსმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Brooks Brothers, რომლის მაღაზიებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაკოტრებული კომპანიების რიცხვი წლის ბოლომდე გაიზრდება.