LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი იუბილარია

372
მარიკა კვალიაშვილი

ცნობილი კომპოზიტორი, გამორჩეული სიმღერების ავტორი, მარიკა კვალიაშვილი, რომლის შემოქმედება ძვირფასია ქართველი მსმენელისთვის, დღეს იუბილარია.

მარიკა კვალიაშვილი 1937 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო).

1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას;

თხზულებებიდან გამოირჩევა: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები;

2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; იგი ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია.

მარიკა კვალიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქეა, არის წლის საუკეთესო კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებისთვის; ღირსების ორდენის კავალერი; წლის საუკეთესო პედაგოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g