LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კომპოზიტორის ბედნიერება: „ნიცას დაბადება ჩემს უამრავ კეთილისმყოფელს გაუხარდა, დანარჩენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შურისა და ინტრიგებისგან თავდასაცავად ჩემი ჯავშანი მაქვს…“

1841
ნანა მესხი 1

კომპოზიტორი, მრავალი ჰიტის, მათ შორის „ფარვანას“ და „დავდივარ და დაგეძებ“ ავტორი, ნანა მესხი 4 წლის წინ უსაყვარლესი გოგონას დედა გახდა.

ნანა მესხი ჟურნალ „სარკესთან“ ამ ამბის შესახებ საუბრობს:

„დედობისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. სხვადასხვა ვითარებისა და გარემოების გამო უფრო ახალგაზრდა ასაკში ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღე, შემდეგ კი სრულიად შეგნებულად მთელი არსებით მზად ვიყავი, შევხვედროდი ჩემს შვილს. ეს გადაწყვეტილება მე და ნიცას მამიკომ ერთობლივად მივიღეთ. ნიცას საუკეთესო, ძალიან მაგარი მამა ჰყავს…

ყველა ამბავს მოჰყვება მითქმა-მოთქმა ჩვენს ქალაქში და არც თქვენი შვილის დაბადება იქნებოდა გამონაკლისი, რადგან დაქორწინებული არ ხართ. როგორი რეაქცია გქონდათ?

არასდროს მიცხოვრია სხვისი აზრის მიხედვით. ჩემთვის ოჯახის წევრებისა და ჩემი აზრი იყო მნიშვნელოვანი. ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორიები, შეიძლება, რამდენჯერმე იყო შეყვარებული და ყოველთვის ისეთი აღმაფრენით, როგორც პირველად.

ნიცას დაბადება ჩემს უამრავ კეთილისმყოფელს გაუხარდა, დანარჩენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შურისა და ინტრიგებისგან თავდასაცავად ჩემი ჯავშანი მაქვს. არასდროს ისე არ გავშინაურებულვარ, რომ ზღვარი გადამეკვეთა ან სხვისთვის მიმეცა ამის უფლება. ჩემი პროფესიებიდან გამომდინარე, ჩემი მეგობრების წრე მრავალფეროვანია, რაც ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველია…“

 

ნანა მესხი ფეხმძიმობისას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g