ახალ წლამდე ერთი თვე რჩება და ესა თუ ის ბრენდები ცდილობენ, კლიენტები სხვადასხვა სახით გაანებივრონ. სპეციალურად ტკბილეულის მოყვარულთათვის ჟურნალმა Love Magazine საშობაო კალენდარი შექმნა, რომელსაც წინასაშობაო პერიოდის – ადვენტის საპატივსაცემოდ მეორენაირად ადვენტ-კალენდარი ჰქვია. ის დაგეხმარებათ, დაგეგმოთ და საყვარელ ადამიანებს ახალი წელი გაუფერადოთ.
აღნიშნულ კალენდარში კი კანფეტები და შოკოლადები პლანეტის ყველაზე სასურველმა ლამაზმანებმა შეცვალეს და ესენი არიან – ემილი რატაჟკოვსკი, დაუტცენ კრეზი, სარა სამპაიო, კენდალ ჯენერი, ჯორდან დანი, ნინა აგდალი და სხვები.
ამ ეტაპზე მისი მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, სრულ კალენდარში კი ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კიმ კარდაშიანი, სიარა, კრისი ტეიგენი, ალესანდრა ამბროსიო და სხვა სელებრითები გამოჩნდებიან.