ქორწინების დღე ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ყველა პატარძალს სურს, სტუმრების ყურადღება მხოლოდ მან მიიპყროს.
ყველა პატარძალისთვის ძნელი იქნება, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა იყოს, თუ მისი მეჯვარე ტეილორ სვიფტი, ბიონსე, კარა დელევინი ან – ნატალი პორტმანი იქნება.
მაშ ასე, რამდენიმე მეჯვარე, რომლებმაც ქორწილებში პატარძლებზე მეტი ყურადღება მიიქციეს.
პიპა მიდლტონი
იმის მიუხედავად, რომ ჯვრისწერისას ქეით მიდლტონი შეუდარებელი იყო და მის კაბასა და გარეგნობაზე უკვე მრავალი წელია, საუბრობენ, უამრავი ადამიანის ყურადღება ქეითის დამ, პიპამ მიიპყრო, რომელსაც ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა და საკუთარი ღიმილით თავი მთელს მსოფლიოს მოაწონა.
კარა დელევინი
კარა დელევინი საკუთარი დის ქორწილში იყო მეჯვარე, პოპი დელევინმა ჯვარი 2014 წელს დაიწერა. 30 წლის მოდელი შანელის კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სტუმრების ყურადღება, პატარძალზე მეტად, სწორედ მისმა დამ მიიქცია.
ტეილორ სვიფტი
თებერვალში ტეილორი ბავშვობის საუკეთესო მეგობრის, ბრიტანი მეეკის მეჯვარე იყო. მას ძალიან ლამაზი, ვარდისფერი ტონალობის კაბა ეცვა, ფოტოებზეც ჩანს, რომ სვიფტი მეგობრის დაბადების დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი იყო.
რიანა
რიანა საკუთარი ასისტენტის, ჯენიფერ მორალესის მეჯვარე იყო, ქორწილი აპრილში შედგა.
კირა ნაიტლი
ჰოლივუდის ბრიტანელი მსახიობი იმავე ქსოვილისგან შეკერილი კაბით მივიდა ძმის ქორწილში, რომლითაც – სხვა მეჯვარეები, თუმცა კირა მაინც ყველასგან განსხვავებული იყო.
ბიონსე
ბიონსე საკუთარი დედის, თინა ნოულზის ქორწილში, აპრილში შეუდარებლად გამოიყურებოდა.