საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით კრის შალქს უმასპინძლა. ნიდერლანდელი მოგზაური, მწერალი და ფოტოგრაფი პრესტურის ფარგლებში თბილისსა და მცხეთას ესტუმრა და ისტორიული უბნები, კულტურული ძეგლები და ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერა.
კრის შალქმა საქართველოს შესახებ მომზადებული მასალა ინსტაგრამით გაავრცელა.
კრის შალქი პუბლიკაციებს ისეთი გამოცემებისთვის ამზადებს, როგორიცაა: „CNTraveler”, “T+L”,”Design Antology”,”AD”,”Telegraph”, “Wallpaper”,„The Times“ და ა.შ.