LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ვაჟი გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალა

10294
ირაკლი-ჭანტურია

ცნობილი ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ვაჟი, ირაკლი ჭანტურია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გერმანიაში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს…

მწერალმა მანანა დუმბაძემ გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი ტარიელ ჭანტურიასა და მისი ოჯახის მიმართ:

“ჩემო პეპლების მადევარო პატარა ბიჭო,
რომელ იდუმალ ქვეყანაში შესდიე პეპლებს. ”
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პოეზიაზე საუბრისას, ბატონმა ტარიელ ჭანტურიამ ეს იაპონური ტანკა გაიხსენა, როგორც ნიმუში უმაღლესი პოეზიისა. ლექსს ჰქვია “შვილის სიკვდილზე”. მოსმენილი მაქვს ეს საუბარი. მაშინ აღვფრთოვანდი ამ ტანკის სიღრმით. რამ ამოაქექინა მაინც და მაინც ეს! რა უბედური ხარ, ჩემო ძია ტარიელ! როგორ გაგეპარა შენი ირაკლი პეპლებთან ერთად იდუმალ ქვეყანაში. ღმერთო!!!”

ირაკლი ჭანტურია შესანიშნავად მღეროდა. მის სამეგობრი წრეში მრავალი ცნობილი სახე ტრიალებდა, მათ შორის გიო ხუციშვილიც იყო. სწორედ მასთან ერთად გადაღებული სიმღერის ვიდეო გამოქვეყნდა ჯერ კიდევ ირაკლი ჭანტურიას სიცოცხლეში “არ დაიდარდოს” გვერდზე და ასი ათასობით ნახვა დაიმსახურა ინტერნეტსივრცეში.

ირაკლი მონაწილეობდა ქეთი დოლიძის ფილმში “სანამ წვიმა გადაივლიდეს”, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.

ირაკლი ჭანტურიას, გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე დაავადების დიაგნოზი ჰქონდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g