ყველა მელომანს აინტერესებს როგორ მოუსმინოს სასურველ მუსიკას ხარისხიანად. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი მოდელი და მწარმოებელი. ფართო არჩევანი, ყიდვისას დამატებითი თავის ტკივილის იწვევს.
ყურსასმენების ხარისხი მასში გამოყენებულ მატერიალზე პირდაპირაა დამოკიდებული. ხარისხიანი პროდუქტი ხშირად მაღალ ღირებულებას არ ნიშნავს. რიგითმა მომხმარებელმა არ იცის, თუ როგორ აარჩიოს ყურსასმენი, რომელიც ფასის შესაბამისია ან უკეთეს ხარისხს გვთავაზობს. ცნობილმა საიტმა Cnet-მა ყველაზე იაფი და ამავდროულად ხარისხიანი ყურსასმენების სია წარმოადგინა:
- Panasonic ErgoFit PR-HJE120
Panasonic-ის 10 $-ის ღირებულების ყურსასმენები, 3.5 ჯეკითა და ხმის საკმაოდ კარგი ჟღერადობით, ნებისმიერი მელომანის გულს მოიგებს. პროდუქტის ნახვა შესაძლებელია აქ.
- Moshi Mythro Stylish Personal Earbuds
კომპანია Moshi ცნობილია სხვადასხვა საქმიანობით. მათი ერთ-ერთი სპექტრი ყურსასმენების წარმოებაა. 29.99 $-იანი ყურსასმენი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია პრემიუმ ხარისხის ხმისა და გაჯეტის მოყვარულთათვის. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია აქ.
- Creative Sound Blaster Jam
Sound Blaster-ი უკაბელო ყურსასმენია. იგიიყენებს Bluetooth ტექნოლოგიას, რისი წყალობითაც, ხმის ხარისხი გაცილებით ძლიერი და სტრიმის ნაკადი შედარებით უფრო სუფთაა. მისი საბაზრო ღირებულებაა 36.99$, ფასთან მიმართებაში გაჯეტის ხარისხი ნამდვილად ადეკვატურია. მისი შეძენა შესაძლებელია აქ.
- JVC Gumy Plus in-ear headphones
მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა არაა ისეთივე კარგი, როგორც ამ სტატიაში ზემოთ წარმოდგენილი ყურსასმენები, თუმცა მისი ფასით თუ ვიმსჯელებთ, მოწყობილობა ნებისმიერ მოყვარულ მუსიკოსს დააკმაყოფილებს. ძირითადად გამოიყენებ სმარტფონებსა და ლეპტოპებში. 3.5 ჯეკიანი JVC Gummy Plus-ის შეძენა შესაძლებელია აქ.
- MEElectronics Atlas
ყურსასმენების ძირითადი სიძლიერე მის ბასებშია. ყურზე კარგად მორგებული დინამიკები მისაღები ხარისხითა და ფასით, ნამდვილად მოხიბლავს ყველას, ვისაც ელექტრონული ან როკ მუსიკა უყვარს. გაჯეტის ღირებულება 49 $-ს შეადგენს. მისი შეძენა შესაძლებელია აქ.
- Sol Republic Jax in-ear headphones
40$-იანი ყურსასმენები, საოცარი პოპულარობის გამო ფასი 29$-მდე დაეცა. სულ რაღაც 29$-ად 3.5 ჯეკის მქონე გარნიტურა, ფასთან პრაქტიკულად ყველაზე შესაბამისია. პოპულარულია ყველა ჟანრის მოყვარულთათვის. მისი ხმოვანი სიხშირე, მყარი კაბელი, რომელიც მარტივად არ ფუჭდება, ფერთა ფართო არჩევანი და მოსახერხებელი რეზინის ყურის საცობები, გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს. მისი შეძენა შესაძლებელია აქ.
- Panasonic RP-HTX7
Panasonic PR-HTX7s არის საკმაოდ კარგი გარნიტურა მათთვის, ვისაც იზიდავს მუსიკის ხმამაღალი მოსმენა. საუკეთესო ბასები, ძალიან კომფორტული ყურის ნიჟარაზე, რბილი ტყავის ბალიშებით, ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს. მოწყობილობის ღირებულება 35 დოლარს შეადგენს. მისი ყიდვა შესაძლებელია აქ.