LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ დაარსებული „სიმღერის აკადემია“ ახალი მოსწავლეებისთვის მიღებას აცხადებს

353
ლაშ კერვალიძე

თბილისის ,,სიმღერის აკადემიამ”, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა, ლაშა კერვალიძემ, ირაკლი აბჟანდაძემ („თეატრალურის კვარტეტი“), ნოდიკო მეტრეველმა (შვიდკაცა“), ლევან ქუთათელაძემ (ტრიო „ბალადა“) და ირაკლი სირბილაძემ („ჩვენი კვარტეტი“) დააარსეს, 2019 წელს სტარტი ჯერ ქუთაისში აიღო, იქ მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ კი ფილიალი თბილისშიც გაიხსნა.

ახალი სასწავლო წლისთვის ,,სიმღერის აკადემია” აცხადებს 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა მიღებას. ახალ მოსწავლეთა მიღება წარიმართება ორ ეტაპად შემდეგ თარიღებში: 2024 წლის 7-8 და 28-29 სექტემბერს

მიღების საათებია: დღის 13:00-დან 17:00 საათამდე.

სწავლების პროგრამა მოიცავს ხალხურ და ქალაქურ სიმღერას, ქართულ გალობას, მეტყველების კულტურას და ვოკალის საფუძვლებს.

,,სიმღერის აკადემიაში” ასევე ფუნქციონირებს და მიღება ცხადდება გიტარის შემსწავლელ კლასშიც.

გიტარის შემსწავლელ კლასში ჩარიცხვა ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელია და არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა.

„სიმღერის აკადემიაში“ ჩარიცხვის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 511 181 422.

„ფორტუნასთან“ ლაშა კერვალიძემ „სიმღერის აკადემიაზე“ ისაუბრა:

„სიმღერის აკადემია დაარსდა ქუთაისში 2019 წელს. მიზანი და მიზეზი იყო ის, რომ მათ, ვინც ქუთაისში ვისწავლეთ ქართული სიმღერის სიყვარული, ვალი დაგვებრუნებინა ამ ქალაქისთვის და შეგვექმნა ისეთი სტუდია, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ იმას, რაც ჩვენ გვაკლდა პატარაობისას. აკადემიაში არის კომპლექსური სწავლება და ბავშვები თუ მოზარდები შეისწავლიან ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერას,  გალობას, საგუნდო მუსიკას, მეტყველების კულტურას და ვოკალის საფუძვლებს. აკადემიაში გვყავს მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები. მოსწავლეებს კვირაში სამი დღე აქვთ მეცადინეობები. „სიმღერის აკადემიასთან“ არსებობს გიტარის შემსწავლელი კლასი და ასევე იგეგმება ინდივიდუალური გაკვეთილების ჩატარება სოლო მომღერლებისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები