LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართველი მორაგბე ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა

204
ფორტუნა - 2023-08-16T155943.372

ცნობილი ქართველი მორაგბე ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა.

სპორტის სამინისტრო ლეგენდარული ქართველი მორაგბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ბესარიონ ლილუაშვილი ქართველ მორაგბეთა პირველი თაობის წარმომადგენელია. იგი კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ქუთაისის ,,აიაში”, ,,ლოლომოტივსა” და ,,ჩოხატაურში”.

ბესარიონ ლილუაშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1985) პრიზიორი. ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი. 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი.

 

სპორტის სამინისტრო ლეგენდარული ქართველი მორაგბის, ბესარიონ ლილუაშვილის, გარდაცვალების გამო მწუხარებას…

Posted by საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო on Wednesday, August 16, 2023

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ბესარიონ ლილუაშვილის წვლილს ქართული რაგბის განვითარებაში, უსამძიმრებს მის ახლობლებსა და მეგობრებს.“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები