ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი, სანდრო მრევლიშვილი.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი, თეატრების “მეტეხის ძველი სახლი”, “გლობუსი” “რუსთაველის 19” დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე სანდრო მრევლიშვილი.
თანავუგრძნობ ოჯახს, ნათესავებს, მის თეატრს თეატრი “რუსთაველის 19″• Theater “Rustaveli 19”, სტუდენტებს, მეგობრებს და ქართული თეატრის გულშემატკივრებს“.
სხვადასხვა წელს სანდრო მრევლიშვილს საკუთარი მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
1978: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება
1988: საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
1994: ღირსების ორდენი
1997: კ. მარჯანიშვილის სახელობის ჯილდო.
2000: სახელმწიფო პრემია “სპექტაკლისთვის მარტორქები ორკესტრში”
2016: გიორგი ერისთავის სახელობის პრემია.