CNN-ის ცნობით, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს.
ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა უკვე დაადასტურა. გამოცემა წერს, რომ დეტექტივები რაინერის სახლში იმყოფებიან და მომხდარ ფაქტს იძიებენ.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამომძიებლები ოჯახის წევრის დაკითხვას ახორციელებენ. ამასთან, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა, მაიკ ბლენდმა განაცხადა, რომ ეს აშკარა მკვლელობაა.
ცნობისთვის, რეჟისორის ცნობილი ნამუშევრებია: „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, „პატარძალი პრინცესა“, „მიზერი“ და ა.შ…



