ლეგენდარული საშობაო ფილმის „მარტო სახლში” რეალური სახლი, რომელიც მაკალისტერების ოჯახის საცხოვრებელ სახლად გვახსოვს, თანამედროვე რემონტის შემდეგ კვლავ ორიგინალურ, 90-იანების სტილში აღდგება. ილინოისის შტატში მდებარე სახლი იანვარში 5.25 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახალმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, აღადგინონ ის თბილი და ოჯახური ატმოსფერო, რომელმაც ფილმში ეს სახლი ლეგენდად აქცია.
ბავშვობის საყვარელი ფილმი – შევიხედოთ სახლში, სადაც ლეგენდარული „მარტო სახლში“ გადაიღეს
2018 წლის მინიმალისტურმა რემონტმა გულშემატკივრების კრიტიკა გამოიწვია. ბევრის აზრით, სახლმა თავისი ხასიათი დაკარგა. პროექტის მენეჯერის თქმით, რემონტის მიზანია „ფილმის სითბოსა და მაგიის დაბრუნება“.
ხუთ საძინებლიანი, 1921 წელს აშენებული სახლი დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინემატოგრაფიულ საცხოვრებლად და „მარტო სახლში“ მილიონობით მაყურებლისთვის კვლავ შობის განუყოფელი სიმბოლოა.
