LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი სამოგზაურო გამოცემა Thrillist ამერიკელებს საქართველოში ცხოვრებას ურჩევს

175
crop

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა Thrillist 13 საუკეთესო ქვეყანას აღწერს, სადაც ამერიკის მოქალაქეებს ცხოვრებას ურჩევს. სტატიაში ესპანეთის, გერმანიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, კანადის, ტაილანდის და სხვა პოპულარული ტურისტული ქვეყნების გვერდით საქართველოც მოხვდა. „Thrillist“-ის ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსასვლელად მკითხველს „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის გამოყენებას ურჩევს.

საქართველო მთელ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ქვეყანაა დისტანციურად მომუშავეთათვის. მოგზაურებს საქართველოში ტურისტული ვიზით ერთ წლამდე დარჩენა შეუძლიათ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სავიზო მოთხოვნები შეამსუბუქა და ახალი პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“ უცხოელებს საშუალება აქვთ საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ და 1 წელი ამ ქვეყანაში სრულად გაატარონ თუ შემოსავალი თვეში მინიმუმ 2 ათასი დოლარი აქვთ.“-წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველო მოგზაურებს კავკასიონის მთებით, ქართული კულინარიით, ღვინით და ხელმისაწვდომი ფასებით იზიდავს.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში 27 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g