ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინების პროცესი ჯერ შუა გზამდეა მიყვანილი, შესაბამისად წყვილის მიმართ ინტერესი არ კლებულობს.
თუმცა მიუხედავად რთული პერიოდისა, დეპი თავის როკ-ჯგუფთან – The Hollywood Vampires ერთად რუმინეთში იმყოფება, სადაც კონცერტისთვის ემზადება. ინტერნეტში გამოჩნდა მისი ვიდეომიმართვა, სადაც მომავალ შოუს აანონსებს და თაყვანისმცემლებს შესანიშნავ დროსტარებას პირდება, „ინსტაგრამზე“ კი კოლექტივის დანარჩენი წევრებისა და თავად ჯონის ფოტოები გამოჩნდა.