გასულ საღამოს ნიუ-იორკში საქველმოქმედო საღამო Angel Ball გაიმართა, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ჰიუ ჯეკმანი, კრის ჯენერი ქალიშვილებთან, ქლოესთან და კორტნისთან ერთად, პრინცესა ბეატრისა და სხვები.
საღამოზე დაპატიჟებული იყო კიმ კარდაშიანიც, თუმცა კანიე უესტის უეცარი ჰოსპიტალიზაციის გამო მან ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ საღამოს ორგანიზატორია ცნობილი ფილანტროპი და სიმღერების ავტორი, დენიზ რიჩი, რომელიც ისეთ ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან სელინ დიონი, დაიანა როსი და ჯესიკა სიმპსონი.
საღამოდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ადამიანების დახმარების ფონდში გადაირიცხება.