LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია დიზაინერი, რომელიც მეგან მარკლს 180 000 დოლარიან საქორწინო კაბას უკერავს

167

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე ორი კვირაც არ დარჩა. საქორწინო სამზადისი და დეტალები კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად გაირკვა, დიზაინერი, რომელიც მეგან მარკლს საქორწინო კაბას უკერავს. მოდის სახლი, რომელიც ამერიკელი მსახიობისთვის საქოწინო კაბას კერავს და Ralph&Russo-ა. ქორწილის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო ბრიტანეთის სამეფო ოჯახს დაახლოებით 180 ათასი დოლარი უჯდება.

„საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ეს არის წლის ქორწილი და მასში ყველაფერი იდეალური უნდა იყოს. ამ კაბის შექმნაში ასობით საათი დაიხარჯა და ფაქტობრივად, ყველაფერი ხელით დამზადდა“, – განაცხადა ინსაიდერმა.

პრინც ჰარისა და მსახიობის მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g