დღესდღეობით, პედრო პასკალი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. სატელევიზიო და კინოინდუსტრიაში მრავალწლიანი კარიერის მიუხედავად, ის რეჟისორების მთავარ სამიზნედ ბოლო პერიოდში იქცა.
პასკალის ფილმოგრაფია ამჟამად 29 კინოსურათს ითვლის, რომელთაგან რვაში ბოლო 1 წლის განმავლობაში ითამაშა. ეს ფილმებია: Freaky Tales, Drive-Away Dolls, The Uninvited, The Wild Robot, Gladiator II, Eddington, Materialists და The Fantastic Four: First Steps. მომავალ წელს მას ორ ახალ პროექტში ვიხილავთ.
უახლესი ნამუშევარი, რომელიც მისი მონაწილეობით გამოვიდა, „ფანტასტიკური ოთხეულის“ რიბუთია.
ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან ამ დრომდე, რვა ფილმსა და სატელევიზიო შოუში – The Last of Us განსახიერებილი როლებისთვის, ჩილელმა ვარსკვლავმა 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.