LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა თანხას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან

285
2024-06-28_00-20-52_538379

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია.

საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი 12.25 მილიონი ევროდან 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 – ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი – პორტუგალიასთან მოგების და 1.5 მილიონი – მერვედფინალში გასვლის.

საპრიზო სისტემა, რომელიც უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა ასე გამოიყურება:

9.25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის;
მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო – მოგება; 500 000 ევრო – ფრე;
1.5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის;
2.5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის;
4 მილიონი ევრო – ნახევარფინალისთვის;
5 მილიონი ევრო – მეორეადგილოსანი;
8 მილიონი ევრო – ჩემპიონი.

ცნობისთვის, საქართველო 30 ივნისს მატჩს ესპანეთთან გამართავს.

მთავარი ფოტო: ეროვნული ნაკრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები