დუა ლიპა სცენაზე დასაბრუნებლად ემზადება. არტისტმა გასული წლის სექტემბერში მესამე სტუდიური ალბომის – Radical Optimism მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე დააანონსა.
ტურნე 2024-ის ნოემბერში აზიიდან დაიწყო. ის მარტიდან ოკეანეთში განახლდება და ოქტომბრამდე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს.
Radical Optimism Tour-ის ევროპული კონცერტების სერია 11 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ტურნეს ევროპული ნაწილი სტარტს ესპანეთში აიღებს და ირალანდიაში დასრულდება.
ამ პერიოდის განმავლობაში შემსრულებელი ასევე ევროპის ისეთ ქვეყნებში იმღერებს, როგორებიცაა: ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, იტალია და სხვა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-04_04-09-13_263771-819x1024.jpg)
შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimism გასული წლის 3 მაისს გამოუშვა.