თბილისში ავტობუსების მარშრუტებისთვის გამოიყო 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რომელიც კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. ის მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით, რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).
#10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით. #19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად, მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.
#31 – მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
N80 – მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით. ავტობუსების დამატება.
სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28, 30, 45, 99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს – 2 ერთეული. შაბათ დღეს #28, 68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში – ერთი ავტობუსი.
ასევე, #3, 46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.