LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, ვინ იმღერებს 31 დეკემბერს თბილისში, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე

10226
Untitled design - 2023-12-26T142931.028

ცნობილია, ვინ იმღერებს 31 დეკემბერს თბილისში, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე – ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

თბილისის მერიამ ახალი წლის ღამეს გალა კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს Smart Event-თან გააფორმა.

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, ვოკალისტ შემსრულებლები, წამყვანები და სხვა.

ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია შემსრულებლების ვინაობა და ანაზღაურებაც.

ხელშეკრულების თანხაში ასევე გათვალისწინებულია წამყვანების, სცენარისტების, რეჟისორების, ქორეოგრაფების, მუსიკალური ხელმძღვანელისა და სხვა ჰონორარები.

გალა კონცერტზე იმღერებენ:

  • ნატო მეტონიძე;
  • სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);
  • ეკა მამალაძე;
  • ნუკრი კაპანაძე;
  • ეკა კახიანი;
  • ლიზა ბაგრატიონი;
  • ნატალია ქუთათელაძე;
  • დავით ალადაშვილი;
  • ნიკა კოჩაროვი;
  • ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;
  • მაია ჯაბუა;
  • გიორგი მახარაშვილი;
  • სოფო გელოვანი;
  • მარიამ ებრალიძე;
  • ანრი ჯოხაძე;
  • ანა დოიაშვილი;
  • საბა მიქელაძე;
  • ნინა სუბლატი;
  • ლიკა სირაძე;
  • სანდრო მოსეშვილი;
  • საბა ჩაჩუა;
  • თინათინ დათიკაშვილი;
  • მარიამ როინიშვილი;
  • კონსტანტინე ყიფიანი;
  • ნიკოლოზ ქაჯაია.

ანსამბლები:

  • „ერისიონი”;
  • „შვიდკაცა”;
  • „მართვე”;
  • გორის გოგონათა გუნდი.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალა კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები