ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული მსახიობის, უილემ დეფოს ვიდეო გავრცელდა, რომელმაც მოკლე დროში მილიონობით ნახვა დააგროვა. საქმე ისაა, რომ ცნობილმა „ტიკტოკერმა“ Khan-მა ნიუ-იორკის ქუჩებში დეფო გააჩერა და მას შეკითხვები დაუსვა, თუმცა, მან მსახიობი ვერ იცნო.
მან უილემს ჰკითხა, თუ რას საქმიანობდა, რაზეც მან მიუგო, რომ მსახიობია. ხოლო შეკითხვაზე, თუ რა უყვარდა თავის პროფესიაში, დეფომ უპასუხა, რომ მისი საქმიანობა ყოველთვის მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირია.
„მე არ ვიძლევი რჩევებს. ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს, უბრალოდ, ისიამოვნეთ“, – განაცხადა ბოლოს 69 წლის მსახიობმა და მას დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ დეფო, როგორც ყოველთვის თავაზიანი იყო და აგრეთვე, როგორც ყოველთვის, გემოვნებიანად შემოსილი. ამ დღეს მას ტყავის ქურთუკი ეცვა, რომელსაც თბილი ქუდი და შარფი შეუხამა.
ცნობისთვის, გასულ წელს დეფოს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაიხსნეს.
ცნობისთვის, მსახიობს 100-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, „ოსკარის“ ოთხგზის, „ოქროს გლობუსის“ სამგზის და ბრიტანეთის კინოაკადემიის ერთგზის ნომინანტმა. საყოველთაო აღიარება აშშ-ის არმიის სერჟანტის, ელაის გორდონის როლით ფილმიდან „ოცეული“ მოიპოვა.
ვიდეო: 68 წლის უილიამ დეფოს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს