მაღაზია Co.mode+ მოდის მოყვარულებისთვის უკვე 2 წელია კარგად ნაცნობი ადგილია თბილისში. მაღაზიაში დამწყები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ფეხსაცმელები, ტანისამოსი, აქსესუარები და სახლის დეკორია წარმოდგენილი. Co.mode+ -ის დამფუძნებელი მარიამ ონიანი პროფესიით თავადაც დიზაინერია. სამხატვრო აკადემიაში ფეხსაცმლის დიზაინის ფაკულტეტის დამთვრებიდან ოთხ თვეში მარიამმა დამწყები დიზაინერებისთვის მაღაზია გახსნა. ამბობს, რომ ეს იდეა სტუდენტობაშივე ქონდა. Co.mode+ -ის დამფუძნებელის განცხადებით, იმ დროისთვის მსგავსი მაღაზია თბილისში პირველი იყო.
მარიამ ონიანი (Co.mode+ -ის დამფუძნებელი): ყოველ წელს 20-30 სტუდენტი ამთვრებს მოდის დიზაინს და უამრავი კოლექცია იკერებოდა და არ ხდებოდა ამ კოლექციების რეალიზება არსად. როცა დავამთავრე სამხატვრო აკადემია, შევიკრიბეთ კურსელები და მაშინ გავაკეთეთ პირველი გამოფენა. დაინტერესება გაიზარდა მალევე, მოემატნენ დიაზინერებიც. ყველაზე კარგი ის არის რომ მუდმივად ერთი ჯგუფი არ არის, იცვლებიან მუდმივად და ახალებიც ემატებიან. მაგალითად ხუთმა დიზაინერმა უკვე თავისი მაღაზიაც გახსნა.
დღესდღეობით მაღაზიაში 100-ზე მეტი დიზაინერის ნაწარმი იყიდება. ფეხსაცმლის ფასები 100-დან 520 ლარამდეა, აქსესუარების ფასი 25 ლარიდან იწყება, ტანსაცმელი კი 45 ლარიდან 600 ლარამდე ღირს. Co.mode+ -ში კოლექცია მუდმივად ახლდება. მომხმარებელს ახალი ნივთების დათვალიერების შესაძლებლობა მაღაზიის ფეისბუქ–გვერდზე აქვთ.
ყველაზე დიდი მოთხოვნა მაღაზიაში საშუალოფასიან ტანსაცმელზეა. განსაკუთრებული პოპულარობით მომხმარებელში კაბები სარგებლობს.მაღაზიაში საკუთარი ნაწარმის რეალიზების საშუალებას მოყვარულ დიზაინერებსაც აძლევენ. მაღაზიაში თავად მარიამის შექმნილი ფეხსაცმელები და ტანსაცმელიც იყიდება.
მარიამ ონიანი (Co.mode+ -ის დამფუძნებელი): მე ვფიქრობ, რომ მაქსიალურად რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს ადამიანი, ყოველთვის ის უნდა ატაროს. მე არასდროს არ ვემხრობი იმას რომ, რასაც ვთქვათ ჟურნალები და ინტერნეტი გვაწვდის რომ მოდაშია. ყველამ თავისი სტილი უნდა იპოვოს, რაც ყველაზე ძნელია.
Co.mode+-ში ამჟამად კოლექციის გარკვეულ ნაწილზე 40%-იანი ფასდაკლებაა. მაღაზიაში ამბობენ რომ ცდილობენ მომხმარებლისთვის ფასები დაწიონ, რათა დამწყები დიზაინერების ნაწარმი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. დღესდღეობით თბილისში კომოდის მხოლოდ ერთი მაღაზია ფუნქციონირებს, სამომავლოდ კიდევ ერთის გახსნა იგეგმება.
პალტო – 220 ლარი, ფეხსაცმელი – 195 ლარი
გულსაბნევი ხოჭო – 75 ლარი, სხვები – 95 ლარი
ჯინსი – 145 ლარი, ჟილეტი – 260 ლარი, ყელსაბამი – 60 ლარი, ფეხსაცმელი – 195 ლარი











