აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა შსს-სთან აქცია-პერფომანსი მოაწყვეს.
კერძოდ, აქციის მონაწილეებმა სპეციალური ტანისამოსი ჩაიცვეს, რომლებზეც სამიზნეებია მონიშნული და უწყების წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან განმარტეს, დღეს ისინი ისევე არიან სამიზნეები, როგორც 20 ივნისის ღამეს, როდესაც სპეცრაზმი აქციას შლიდა.
“გახარიას იგივე წარმატებით შეუძლია გამოვიდეს და გვესროლოს ახლაც. მას არანაირი საფუძველი არ სჭირდება, ზუსტად ასე გააკეთა 20-შიც. ამწამსაც შეუძლია გამოვიდეს და დაიწყოს ნადირობა ჩვენზე, ჩვენს თვალებზე და ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქცია #სირცხვილია პარლამენტთან 28 დღეა იმართება. დღეს, 17 ივლისს აქციაზე წიგნის საღამო გაიმართება