LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხლად დამიწვა შვილი..ჩემს შვილიშვილებს დედა ენატრებათ, ყოველ ღამე ტირის პატარა“ – სასტიკად მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

726
ქალი

ქმრის მიერ მოკლული გალინა ნოზაძის დედა დაკავებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

24 წლის მოკლული ქალის დედამ მცხეთის რაიონულ სასამართლოს დაზარალებულის პოზიცია წარუდგინა.

„ჯან­მრთე­ლი შვი­ლი ჩა­ვა­ბა­რე თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილს. ის უნდა და­ი­სა­ჯოს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბით, რად­გან სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ობ­ლად და­მი­ტო­ვა. ცო­ცხლად და­მიწ­ვა შვი­ლი. ეს იყო გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი, სას­ტი­კად ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა. მას მას იმის­თვის არ ჩა­ვა­ბა­რე შვი­ლი, რომ ბენ­ზი­ნი გა­და­ეს­ხა და და­ეწ­ვა. მინ­დო­და ოჯა­ხი შე­ექ­მნათ. ისე­თი დღე­ე­ბი გა­მო­ა­ტა­რეს ჩემს შვილს, არ ვიცი. ცრემ­ლი გა­მიშ­რა ნო­ემ­ბრის მერე. მის შვი­ლებს ვუ­ყუ­რებ, დედა, რომ ენატ­რე­ბათ. წლის ბავ­შვს რო­გორ უნდა ავუხ­სნა, რომ მისი დედა ცო­ცხა­ლი აღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა. ყო­ველ ღამე ტი­რის, რომ დედა უნდა. სა­ი­დან მო­ვუყ­ვა­ნო დედა?” – მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლეს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და. ქმარ­მა ცოლს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g