LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოდვა იბადება გულის სიტყვიდან – შიგნით“ – მამა თეოდორე

122
1587197706-მამა-თეოდორე

მამა თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში ცოდვის შინაგან ბუნებაზე წერს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შინაგან სულიერ ცხოვრებას და ცოდვას ჯერ კიდევ აზრის დონეზე შეეწინააღმდეგონ, ვიდრე ის სიტყვასა და მოქმედებაში გამოვლინდება.

„ცოდვა იბადება გულის სიტყვიდან – შიგნით.

და თუ სინდისი არ გაიფაქიზე და ფხიზლად არ იქენი, მღვიძარედ, ვერც კი მიხვდები, ისე გაიზრდება, ფესვებს გაიდგამს, და მაშინღა ამჩნევ, როცა ის შენ უკვე გმართავს — ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ სულიერად არაფხიზელი ადამიანი, როგორც წესი, ცოდვას მაშინ ამჩნევს, როცა საქმეში აღასრულებს — ან ყვირის, ან ღრიალებს, ან იგინება, ან ჩხუბობს,

ანუ როცა ცოდვა უკვე სიტყვაში, ან საქმეში გამოვლინდება, მანამდე კი ვერ ხვდება… სანამ ჩანასახის მდგომარეობაშია ცოდვა — ადვილი მოსარევია, მაგრამ ის უნდა შეამჩნიო, რომ გათავისუფლდე შეწყნარებული გულის სიტყვისაგან, სანამ სიტყვაში და საქმეში გამოვლინდება, ამას სჭირდება, მუდმივი მღვიძარება და სიფხიზლე,

ეს ნიშნავს გონებით გულში — ქრისტესთან ერთად მყოფობას“- აღნიშნულია ამონარიდში, რომელიც მამა თეოდორეს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g