ქსელში Coldplay-ს ახალი თრექის „Adventure of a Lifetime“ პრემიერა შედგა. ეს არის პირველი სინგლი ბრიტანული კოლექტივის, რომელიც მეშვიდე ალბომის „A Head Full Of Dreams“ მხარდასაჭერად გამოვიდა. დისკის რელიზი 4 დეკემბერს შედგება.
ადრე კრის მარტინმა განაცხადა, რომ ალბომი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს Coldplay-ს კარიერაში, თუმცა მანამდე ჯგუფი მსოფლიო ტურნეს გამართვას გეგმავს, რომელიც მომავალი დისკის მხარდასაჭერი იქნება.