Coldplay-ის მასშტაბურმა მსოფლიო ტურნემ – Music of the Spheres ისტორიული რეკორდი დაამყარა, რითაც ტეილორ სვიფტის ისტორია კიდევ ერთხელ გაიმეორა. ტურნე 2022 წლის მარტში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
საქმე ისაა, რომ Music of the Spheres World Tour ისტორიაში პირველი როკ ბენდის და მეორე მუსიკალური აქტის საგასტროლო წარმოდგენა გახდა, რომლის შემოსავალმა, 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. თანხა 156 ჩატარებული კონცერტის შედეგად დათვალეს.
ჯგუფს ტურნეს ბოლომდე კიდევ 11 კონცერტი აქვს გასამართი. ოქტომბერსა და ნოემბერში კოლექტივი, ოკეანეთში იმღერებს.
,,ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნე’‘, ტეილორ სვიფტს ეკუთვნის. 149 შოუდან, მხოლოდ 60-ზე დაყრდნობით, ამერიკელი არტისტის The Eras Tour-ის შემოსავალი – 1,039 მილიარდ დოლარს შეადგენს. ტურნეს ბოლომდე, 18 კონცერტი დარჩა. მან სტარტი, 2023 წლის მარტში აიღო.
Coldplay-ისა და ტეილორ სვიფტის ტურნეებს, ,,გლობალური ფენომენი” უწოდეს.
ვიდეო: Coldplay-იმ მიუნხენსა და ვენაში გამართულ კონცერტებზე ადელის და ტეილორ სვიფტის ჰიტები შეასრულა