LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

708
xashuri

ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულ შმაგი დოლიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

ბრალდებულმა  სასამართლო სხდომაზე ყველა დასმული შეკითხვა პასუხის გარეშე დატოვა და დუმილის უფლება გამოიყენა.

პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავბშირებით, სრულად დააკამაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 17 მაისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით დაზიანებები მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, 33 წლის ქალს 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

 

ფოტო: “ინტერპრესნიუსი”
mazda magti 5g