მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში ცოლმა ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლე ნაჯახით მოკლა. მკვლელობა გუშინ მოხდა.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.