LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Color Dry Bar – ახალი მიმართულება „ნატალი ჯგუფისგან”

1015

„ნატალი ჯგუფმა” (Natali Group) ახალი მიმართულება – Color Dry Bar წარადგინდა. ობიექტი ი. აბაშიძის 41 ნომერში გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” „ნატალი ჯგუფის” დამფუძნებელმა, ნატალია თოლორაიამ განუცხადა, სიმწვანე, სიმშვიდე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო Natali Color Dry Bar -ის მთავარი უპირატესობაა, რომელიც განსაკუთრებულ აურას ქმნის.

”Color Dry Bar  უნიკალური ადგილია, სადაც შეგიძლიათ მოემზადოთ – საქმიანი, რომანტიკული  შეხვედრისთვის, ასევე საპასუხისმგებლო ღონისძიებებისთვის. შეიცვალოთ იმიჯი, ან სულაც სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს დროს, ვაკონტროლებთ ხარისხს და ვიცით, რა არის ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ გთავაზობთ შექმნათ კოქტეილი  შემდეგი პროცედურების – თმის მოვლა, ფრჩხილის სერვისი და ელეგანტური მაკიაჟი”, – აღნიშნა ნატალია თოლორდავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე Color Dry Bar-ში მოქმედებს სპეციალური აქცია 1=2. აქცია გრძელდება მიმდინარე კვირის ბოლომდე და მის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ მეგობარს გაუზიაროს პროცედურა.

ცნობისთვის, „ნატალი ჯგუფი” (Natali Group) ქართულ ბაზარზე 1995 წლიდანაა წარმოდგენილი. ის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას.

„დღეს „ნატალი ჯგუფი” აერთიანებს: 1natali wellness lab-ს, რომელშიც თქვენ დაგხვდებათ დღის სპა ცენტრი ესპანური პრემიუმ კლასის Germaine de capuccini-სგან, სოლარიუმ კლუბი მხოლოდ იტალიური ბრენდი Tecnosole-ს აპარატებით, სილამაზის სალონი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და პროფესიონალი სტილისტებით დაკომპლექტებული.

2. Natali antiage clinic– თანამედროვე კლინიკა, რომელიც გთავაზობთ მომსახურების მთლიან სპექტრს თქვენს სილამაზეზე, ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის დარგში. უახლესი ლაზერული ტექნოლოგიები ცენტრის პრაქტიკულ მიდგომებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, გადავწყვიტოთ ჩვენი კლიენტების ინდივიდუალური ამოცანები.

3. სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმომადგენელია ისეთი საერთშორის ბრენდებით, როგორებიცაა- framesi, germaine de capuccini, malleti, ncla los angeles …

4. SPA CONCEPT – მომსახურების სრული პაკეტი უნიკალური სპას შესაქმნელად (სასტუმროები, კურორტები, კერძო სახლები, სალონები, სილამაზის ცენტრები და სხვ.)

სპა კონცეპტი გთავაზობთ ცოდნასა და 23 წლიან გამოცდილებას სპა და სილამაზის ინდუსტრიაში. ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მზად არის, მოგაწოდოთ სერვისის სრული პაკეტი: იდეა, დიზაინი, დაგეგმარება, ავეჯი და აქსესუარები, პროდუქცია, პროექტის განხორციელება, სპას ამუშავება და ფუნქციონირება. სპა კონცეპტის მისია და მიზანია, შექმნას უნიკალური სპა თქვენი სურვილებისა და ნებისმიერი წვრილმანის გათვალისწინებით, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ გადამწყვეტი ჩვენთვის, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

5. Natali ACADEMY – სტილისტის სკოლის პროგრამა, რომელიც შედგენილია ამ სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ცოდნის გათვალისწინებით. აკადემიაში სწავლების დროის მეტი წილი ეთმობა ხერხებისა და ტექნიკის პროფესიულ დამუშავებას მოდელებზე.

6. და ბოლოს „ნატალის” ახალი მიმართულება სრულიად განსხვავებული ადგილი color dry bar natali – გავითვალისწინეთ რა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ტემპი, სწორედ თქვენთვის მორგებული სისტემა შევქმნით, უმოკლეს დროში – „დაივარცხნე თმა და მოიწესრიგე ფრჩხილი“ ერთდროულად, კომფორტულია არა? დიახ სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში – color dry bar natali”, – აცხადებენ „ნატალი ჯგუფში”. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g