Color room და VISA ‘Silk Factory Studio” -ში 21 თებერვალს, წარმოგიდგენთ „ნიაზ დიასამიძე და 33ა“. ფოლკ-როკ-რეგეის უნიკალური სინთეზი განსაკუთრებულ ჟღერადობას წარმოქმნის ქართული ინსტრუმენტების მეშვეობით. კონცერტზე ნაცნობ სიმღერებთან ერთად შესრულდება ნიაზის მუსიკალური კარიერის დასაწყისში შექმნილი არაერთი ნაწარმოები. მისი მუსიკა მრავალი, ცნობილი, ქართული ფილმის საუნდტრეკია.
ნიაზის მსმენელისთვის საღამო განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან კონცერტის შემდეგ სცენას დაიკავებს DJ Diassamidze. მან მუსიკის შექმნა ორი წლის წინ დაიწყო და უპირატესობას House music-ს და drum and basse-ს ანიჭებს. ეს მისთვის დებიუტია, დიდ სცენაზე, მამის გვერდით. ღონისძიება გათვლილია 1500 კაცზე. დასაწყი 20:00.
Colorroom-ი არის სტარტაპ კომპანია. ნიაზ დიასამიძე და 33ა რიგით მეხუთე კონცერტია. კომპანია ორიენტირებულია ქართველი და უცხოელი არტისტების მაშტაბური ღონისძიებების ორგანიზებაზე. სამომავლოდ იგეგმება არარეთი მრავალფეროვანი კონცერტი.