LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ComCom-ის მედიალაბმა „იდეადრომის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

121
New Project

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ გამარჯვებულები გამოავლინა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა. კონკურსი მიზნად ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური სტარტაპიდეების მქონე ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი პროექტების ხელშეწყობას ისახავდა.

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე გავიდა პლატფორმა Widgera, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება გამოცდილების გარეშე შექმნან მრავალფუნქციური საიტი და აპლიკაცია, მეორე ადგილი დაიკავა ინოვაციურმა პლატფორმამ FlexUP, რომელიც ადამიანებს დღიური სამუშაოსთვის კადრების დაქირავების პროცესსა და სამუშაოს მოძიებას უმარტივებს, მესამე ადგილი კი წერა-კითხვის და ჟესტების შემსწავლელმა აპლიკაციამ Wisp, ერთ ლოკაციაზე მცხოვრები ადამიანების დამაკავშირებელმა პლატფორმამ Mezobell და მოგზაური ქალების უსაფრთხოების პლატფორმამ saFEM გაინაწილეს.

„იდეადრომის“ ფარგლებში მონაწილე გუნდებმა პროფესიონალი მენტორებისა და მოწვეული ტრენერების დახმარებით ხუთდღიანი ინტენსიური სწავლება გაიარეს ბიზნეს მოდელის შექმნის, ვალიდაციის სტრატეგიისა და პროტოტიპის შემუშავების, პროდუქტის განვითარების, ინდუსტრიის ანალიზის, ასევე, კონკურენტების შესწავლისა და ინვესტორებთან მოლაპარაკებების ხელოვნების შესახებ.

სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ მეშვიდედ ჩატარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g