LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Corvette-ის ძრავიანმა BMW-მ პირველი ტესტი წარმატებით ჩააბარა

54

Corvette-ის ძრავიანმა BMW-მ პირველი ტესტი წარმატებით ჩააბარა. King Of Europe დრიფტის გამარჯვებულმა დიეგო კვარანტამ თავისი ახალი ავტომობილი წარმოადგინა. მრბოლელი 2018 წლის სეზონს მოდიფიცირებული ჰეტჩბეკით BMW პირველი სერიით შეხვდება. მოდელს წინა ნაწილი M3 E92-ისგან, ძრავი კი Corvette-ისგან აქვს ნასესხები. ინოვაციური BMW-ს 6,2 ლიტრიანი აგრეგატი აქვს და მას 530 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი LS3 V8, რომელსაც Camaro SS-შიც იყენებენ ხოლმე, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ამერიკულმა ატელიე Bruiser Conversions-მ მსგავსი აგრეგატით ახალი თაობის Jeep Wrangler აღჭურვა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ძრავის მქონე ყველგანმავალს 456 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები