LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა იყო დარჩენილი, დაახლოებით 8 წუთი რომ მივსულიყავით… საშინელი ხმა გავიგონე“ – რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა

512
ავარია რკინიგზაზე

თბი­ლის­ში, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩას­თან ტრა­გე­დია მოხ­და. თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო პლატ­ფორ­მას შე­ე­ჯა­ხა.

ავა­რი­ის შე­დე­გად რკი­ნიგ­ზის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. რკინიგზის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისი­ნი ად­გილ­ზე გეგ­მი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბელ­ში მყო­ფმა მგზავრებმა ვა­გო­ნე­ბი ახლახან და­ტო­ვეს, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

მგზავრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ავარიის შემდგომ, ვაგონში ყოფნა 2 საათზე მეტი მოუწიათ:

„ძა­ლი­ან შე­ა­ზან­ზა­რა ვა­გო­ნი. ახლა გა­მოგ­ვიშ­ვეს და ფე­ხით ჩა­მო­ვე­დით…“

„2 სა­ათ­ზე მე­ტია გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. რო­გორც გვი­თხრეს, რა­ღა­ცას შე­ვე­ჯა­ხეთ. ნა­წი­ლი ელო­დე­ბა მე­ო­რე მა­ტა­რე­ბელს“

„ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, და­ახ­ლoე­ბით 8 წუთი რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ვი­გო­ნე… ძა­ლი­ან დიდი ხანი, სა­დღაც 2-სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვი­ყა­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი. პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ჩა­მო­ვე­დით, 400 მგზავ­რია“. – განუცხადეს მგზავ­რე­ბმა ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-ს.

ინფორმაციისთვის, თბილისში, დაახლოებით დღის 13:00 საათზე, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.  შემთხვევა დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა. 

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, თბილისის შესასვლელში დღევანდელი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g