ინფლუენსერი და გადაცემა „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე თი მაჭავარიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავით გაფრინდაშვილზე დაქორწინდა, სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ ფოტოებს და ვიდეოს უზიარებს.
ვიდეო/ფოტო: თი მაჭავარიანი რჩეულზე დაქორწინდა
„ცოტა ხანი შეგაწუხებთ ჩვენი ფოტოებით, არჩევა ძაან რთულია, ჰო გესმით“, – წერს თი მაჭავარიანი.
ფოტო და ვიდეოკადრებმა საზოგადოების დადებითი შეფასებები გამოიწვია:
„უზომოდ მსიამოვნებს თქვენი ბედნიერი სახეების დანახვა“.
„ძალიან მახარებს ასეთ ბედნიერებს რომ გხედავთ და თქვენი ვლოგების ფანი ვარ, როცა მოწყენილი ვარ, სულ ვუყურებ ხოლმე და კარგ ხასიათზე მაყენებს, ყველა პრობლემა მავიწყდება“, – წერენ კომენტარებში.