LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე – მიხეილ სააკაშვილი

151
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ იზიარებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ რიგგარეშე არჩევნების ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის გარეშე რაიმე პროგრესის მიღწევა „მიამიტობაა“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანაა.

„ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. ყოველი დღე რუსების ყოფნის საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტში უნდათ რაც შეიძლება სწრაფად იხილონ ახალი ქართული პატრიოტული პარლამენტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა.

ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა – ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო.

გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g