LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის…ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე ასე, რომ მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს“ – ნინი შერმადინის ემოციური პოსტი

456
ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს, რომ აღარ ემღერება და ამ პროფესიით ბევრ ვერაფერს მიაღწია.

მომღერალი სტაბილურ სამსახურს ეძებს და საზოგადოებას მიმართავს.

„გამარჯობა მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ. როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

მოკლედ რომ ვთქვათ არ მემღერება, ბევრი მიზეზის გამო. ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე ასე, რომ მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს, ვიცი 4 ენა, ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული. მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე. თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა სად შეიძლება გამოგადგეთ მომწერეთ. მადლობა წინასწარ“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g